USAID-ის პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამის კურსი

შშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების (USDOI-ITAP) საფუძველზე, საქართველო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტეგრირებული დაცვის პროგრამას ანვითარებს.

თანამშრომლობის პლატფორმა, რომელმაც 2020 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბუნებრივი და კულტურული ლადშაფტების დაცვას და მართვის უნარების განვითარებას. სამომავლოდ პროგრამა მემკვიდრეობის 2 უმთავრესი მიმართულების ოპერირების ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომის დანერგვისა და ქვეყანაში დარგობრივ უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის.

ამ მიზნით, USAID-ის ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამის მიერ განხორციელებული პირველი ონლაინ საწვრთნელი კურსი გაიარეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა.

30 ივნისს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, ტრენინგის სერტიფიკატები გადაეცა ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის, რეგიონული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების 5 თანამშრომელს, რომელთაც სწავლების კურსი წარმატებით განვლეს. პროგრამის ფარგლებში საწვრთნელი მეცადინეობები შემდგომ ეტაპებზეც გაგრძელდება, რაც სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ სხვა მუზეუმ-ნაკრძალების წარმომადგენლებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების საშუალებას მისცემს.

ქვეყნის რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძვლების უზრუნველსაყოფად, კულტურული მემკვიდრეობის რესურსების დაცვისა და თანამედროვე მართვის მექანიზმების ამოქმედების მხრივ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბოლო წლებში წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან.

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით USAID-ის მიერ განხრციელებული პროგრამები ხელს უწყობს ქვეყნის რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას და ის უმთავრესად ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას მოიცავს.

 

 წყარო : საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

 

Tags: