უფლისციხის ნაკრძალში საბავშვო გასართბი ატრაქციის მოწყობა იგეგმება

  • Home
  • სიახლეები
  • უფლისციხის ნაკრძალში საბავშვო გასართბი ატრაქციის მოწყობა იგეგმება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით გრაკლიანის არქეოლოგიურ კომპლექსზე და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე გრძელდება სამეცნიერო კვლევა ძიებისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის პროცესი.

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ახლადგამოვლენილ ნასახახლარზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

უწყების სამუშაო ჯგუფი უფლისციხის ნაკრძალზე დაწყებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო, რაც ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ატრაქციის მოწყობას გულისხმობს.

სამუშაო ჯგუფმა დღესვე მოინახულა ქალაქ გორის ისტორიული ციხე-სიმაგრე,სადაც კომპლექსური სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი დაიწყო.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა