კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობისა და დაფინანსების საფუძველზე უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან ქართულ-გერმანნული მუსიკალური თეატრის საპრემიერო ჩვენებები იწყება. თეატრალური წარმოდგენები მაყვლოვანის თეატრონის სცენაზე სააგენტოს საზოგადოებრივი კლუბის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ეგიდით წარიმართება, რაც მისი მტავარი დანიშნულების პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების კულტურული აქტივობებით დათვირთვასაც გულისხმობს.
სპექტაკლ „პრობლემური ვახტანგური“-ს პრემიერები უფლისციხეში მომდევნო 3 დღის განმავლობაში წარიმართება, რომლიც შემდეგაც ქართულ-გერმანული დასი წარმოდგენების გასამართად დიუსელდორფში გაემგზავრება, სადაც 3 ოქტომბერს კაისერპლაცზე დიუსელდორფის თეატრის ფესტივალის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას. 6 ოქტომბერს კი წარმოდგენას ფრანკფურტში არქეოლოგიურ მუზეუმში გამართავენ.
ლაშა ბუღაძისა და კლაუდია რუშის ავტორობით დადგმულ სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ფრანკ შულცია, მუსიკალურადაც ქართულ-გერმანული ტანდემის, კომპოზიტორების – ვოლფგანგ მიტერერისა და იოსებ ბარდანაშვილის მიერაა გაფორმებული. სპექტაკლი 3 წლიანი შემოქმედებეითი სამუშაოების შედეგია, რომელიც თეატრ კონტრა-პუნქტისა და ორგანიზაცია “ხელოვნების განვითარება საქართველოში“-ს თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.
საპრემიერო ჩვენებებამდე თეტრალურმა დასმა მოსამზადებელი ფაზა თბილისში გაიარა.