უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს

  • Home
  • მთავარი
  • უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს

უკრაინულ ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ს და “აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways”-ს ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე მიანიჭეს

„SkyUp Airlines“ ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევი 25 მაისიდან გეგმავს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა. რაც შეეხება, ავიაკომპანია „Buta Airways”, ის ფრენებს ბაქო-ბათუმი-ბაქო 14 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი