🔹23 მარტი – თბილისი- ბერლინი- ბათუმი
🔹24 მარტი – ათენი -თბილისი -ათენი (განხორციელდა ეგეოსის ავიახაზების მიერ)
ამ ორი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე.
რაც შეეხება შემდეგ განრიგს, 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით განსაზღვრულ მიმართულებებზე, ის ასეთი გახლავთ:
🔹 26 მარტი – თბილისი-ვენა- თბილისი
🔹 31 მარტი – თბილისი -ამსტერდამი-თბილისი
🔹 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი
🔹 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი
🔹 10 აპრილი – ლარნაკა-თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს პრინციპი იქნება მკაცრად გაკონტროლებული.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.