უჩხოს კანიონი მალე კანიონინგის მოყვარულების მისაღებად მზად იქნება

  • Home
  • მთავარი
  • უჩხოს კანიონი მალე კანიონინგის მოყვარულების მისაღებად მზად იქნება

აჭარაში, უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს მალე შეეძლებათ 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება. უჩხოს მიმართულება პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტია აჭარაში, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს.

კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს. მნიშვნელოვანია, რომ კანიონინგის ინსტრუქტორებად უჩხოს ხეობაში შეირჩნენ გიდები, რომლებმაც თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები გაიარეს სამეგრელოსა და უჩხოს ხეობაში.

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებითა (EU), ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს. უჩხოს კანიონის მომზადებას კი ყველა საერთაშორისო სტანდარტის და გამოცდილების გათვალისწინებით, უზრულველყოფს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბი ,,კანიონინგი საქართველო’’.

 

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Tags: