უბის წიგნაკიდან (Just From Note-Book)

 

თუ გიყვარს წერა და მოგზაურობა, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა,  თუ მოგზაურობა და წერა გიყვარს, მაშინ შენთვისაა ეს კონკურსი…

ყვარლის მთები, გერგეტის სამება, აბუდელაურის ტბები, დრაკულას სასახლე, კოლიზეუმი, პიაცა სან-მარკო, მარიენ-პლაცა… ყველაფერი ირევა ერთმანეთში, ითქვიფება, და ერთიანდება იმ 100 ფურცლიან უბის წიგნაკში, ნათლიამ რომ მაჩუქა წარწერით „რაც მეტს იმოგზაურებ, მით უფრო გამდიდრდები სულიერად, დაე, არ ჩაეტიოს შენი შთაბეჭდილებები ამ არცთუ მცირე სივრცეში“

 

 

გვ 1.

დილის 7 სთ, სექტემბერი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი,   მიმართულება – ხევსურეთი, სოფელი როშკა, აბუდელაურის ტბები,  განწყობა საუკეთესო, მოლოდინი სილამაზის, ფერადოვნების…

 

11 სთ. – განწყობას ეცვალა ფერი, სამარშუტო ტაქსი გაფუჭდა, დამაიმედებელი ფრაზა: „- ახლოსაა“ და ფეხით გავუდექით გზას სილამაზისას,

14 სთ. სოფელი როშკა, ჰო… ლამაზია, თავზე ყვავილების გვირგვინივით, მიხარია, დავიღალე, კვლავ მიხარია, ვსუნთქავ ჭარბად ჰაერს,

17 სთ. მწვანე ტბა… მცივა, მზე მიეფარა მთებს, წინ ლურჯი და თეთრი ტბებია,

გვაღამდება…

ტბაში არეკლილი სიმწვანე, შემდეგ ლურჯი ტბა… ზურმუხტი ჩავარდნია როშკელ გოგოს, ბევრი უტირია, ვერ უპოვია, ტბას უცვლია ფერი, საოცარი სილამაზეა, დარჩენა მინდა…

 

 

 

 

გვ.20

Turkish Airline-ის ბილეთები, 26/05 – 2/06 , თბილისი-რომი-თბილისი,

თვითმფრინავში პირველად ჩაჯდომის მძაფრი შეგრძნება,  ტვინი მეხდება, მგონია აფრენისას, ენდორფინები ასხამს გარეთ, შიშისგან თუ სიხარულისგან ვკანკალებ ერთიანად,

 

ვეშვებით…

Eterna Roma

 

მარადიული ქალაქის ქუჩებს პირველად ტრევის შადრევანთან მივყავარ, დაუნანებლად ვყრი შიგ ხურდებს კვლავ დაბრუნების იმედით,

 

იქვე Gelato – დიდი, ფერადი სანაყინე, უზარმაზარი ნაყინით მაგიდისკენ მივემართები და უცებ, ტყლუმპ… დამივარდა,

უცებ დამენგრა ფერადი კოშკი, (მხოლოდ ნაყინის 🙂

 

ოთხ დღეში მოვირბინე მთელი წლის სამყოფი დასათვალიერებელი: ანტიკური ხანის კოლიზეუმიდან აღორძინების ხანის სიქსტის კაპელამდე,

დღე მეხუთე: როცა ვფიქრობ, რომ რომია სამყაროს ცენტრი, ამ დროს აღმოვჩნდი ფლორენციაში – ესთეტიკის, სინატიფის, გემოვნების ცენტრი, საათობით ვაშტერდები ყველა შენობის ყველა დეტალს, არ მინდა წამოსვლა, აი აქ, სწორედ აქ და არსად სხვაგან მინდა დარჩენა,  –  სანტა მარია დელ ფიორე გამიღე კარი…

 

            Dangerous Beauty (სახიფათო სილამაზე) ნანახი გაქვთ? მე-7 დღეს დიდი შლაპით გონდოლაში ვზივარ, ვენეციის არხებს მიაპობს ჩემი გონდოლიერი, ჭარბად ვსუნთქავ ნესტიან ჰაერს,

და საღამოს, სილამაზის ტკბობით დაღლილი,  დედოფალივით მიმაბრძანეს კუნძულ ლიდოზე, იცით ეს რა არის? სამოთხე… ჩემი სამოთხე დედამიწაზე ნაპოვნი მაქვს, ასე მგონია…

გვ.40

ეს შაბათ-კვირა საქართველოს სამხრეთს უნდა დავუთმო,

აქ ვარ ძია… აქა ვარ ძია… გიხმობ თამარი…

კლდეში ნაკვეთი კელიები, სამყოფლები, საცხოვრისები შემოვირბინე… ტაძრად ავედი, ჯერ კიდევ დაუმწვარი ვიხილე ფრესკები, ჩემი ღმერთი იმ ტაძრად ვპოვე,

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩამოვედი და სასტუმროში ვტკბები კომფორტით, ამწვანებული კარ-მიდამოდან შიშველ კლდეებში ნაკვეთ, აწ დაცლილ ქალაქს, სიამით ვუცქერ….

გვ 65

Call it magic, Call it true…. Coldplay-ის 6/06-ის  ბილეთები ახალ თავგადასავალს მპირდება:

მიუნხენი – ქალაქი წესრიგი, ულამაზესი არქიტექტურით, შუა საუკუნეების ტაძრებით და სასახლეებით, ამ კონკრეტულ თარიღში კი ჩემთვის სამყაროს ცენტრით ოლიმპიაშტადიონით, 70000 მაყურებლით,   ფერადი მოციმციმე სამაჯურებით, ბუშტებით, ბურთებით, სიგიჟით, კივილით, ხავილით…

  

 

ამ ყველაფრის შემდეგ 6 სთ.იანი გზა და უცებ…

…მე ჯულიეტა ვარ,

ჰო, რომეო მიყვარს…

ჩემი პატარა ვერონული აივნიდან ხალხით სავსე ეზოს გავყურებ…

ძეგლი, მოშიშვლებული მკერდით, მათთვის სიყვარულის საბადოდ, თუ,  იმედად ქცეულა,

 

 

 

 

 

ვერონაშივე აღმოვაჩინე („тоже мне“ ქრისტეფორე კოლუმბი) უძველესი ლიცეუმი, პროფესორთა ძეგლებით:

„ …Vivat academia!                                                                                                                                                                                                  Vivant professores!

 

 

ათი ფურცელი დარჩენია ცარიელი ჩემ უბის წიგნაკს, ერთ მძაფრ შთაბეჭდილებას კიდევ დაიტევს,

და მერე,  ჩემს იმ სამაგიდო წიგნად გადაიქცევა, სხვებს მოგზაურობის ჯადოსნურ სამყაროში კარს რომ გაუღებს…