ტურიზმში 2020 წლის იანვრის თვე 19-20%-იანი ზრდის მაჩვენებლებით დაიწყო

ტურიზმის ინდუსტრიაში 2020 წლის იანვრის თვე 19-20%-იანი ზრდის მაჩვენებლებით დაიწყო. 20%-მდე ზრდა ფიქსირდება უშუალოდ ტურისტების დანახარჯების კუთხითაც.

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე, ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენა.

ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს საქართველოს, როგორც გამარჯვებულს, უკვე ეკუთვნის 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგული დაფარვა, ისევე, როგორც პირდაპირი წვდომა ერთმილიარდიან აუდიტორიაზე. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობა საქართველომ გადააბიჯოს ტურიზმის ახალ ერაში, რომელიც ქვეყანას მოუტანს მოგზაურების გაზრდილ რაოდენობას ევროკავშირიდან, ისევე, როგორც სტრატეგიული ქვეყნებიდან.

„მასპინძლის სტატუსის მოპოვება პირველ რიგში იმის აღიარებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო, მიმზიდველი, ახალი და ამავდროულად ძალიან ძველი ტრადიციებით დახუნძლული ტურისტული ბაზარი, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ 9 300 000 ვიზიტორს, ანუ სამჯერ მეტ ვიზიტორს ვემსახურებით, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამ დროის მონაცემებით, განვითარების მზარდი ტემპი აქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსაც, რომელიც მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

წყარო: ქართული ოცნება 

Tags: