ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტი – „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო

თუ  მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20 ნომრიანი) განთავსების ობიექტი გაქვთ იმერეთსა და გურიის რეგიონებში და გაქვთ სურვილი დაეუფლოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და ჩაერთეთ „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში.

განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში, ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით – მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com პლატფორმი ს გამოყენებით.

პირველ ეტაპზე სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა იმერეთსა და გურიაში განხორციელდება. პროექტში მონაწილეობა ყველას შეეძლება.

პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, გთავაზობთ:

  • პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან შექმნილ ფოტობანკს, ინდივიდუალურ კონსულტაციას ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ და ასევე ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე.
  • გარდა ამისა გთავაზობთ სასწავლო კურსს – ონლაინპლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ.

პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, გაყიდვების სტიმულირება და არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია.

 

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: