ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

  • Home
  • მთავარი
  • ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაცია მოაწყო. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, პროფესორები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ანგარიშის გამოყენება საკუთარ საქმიანობაში შეეძლებათ ბიზნესის წარმომადგენლებს, კვლევით კომპანიებს, უმაღლეს და პროფ სასწავლებლებს და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს. პრეზენტაცია სტუმრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო. პრეზენტაცია მოიცავს საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებული ვიზიტების მთავარ მიზანს, აქტივობებს, ღამისთევების რაოდენობას, ვიზიტების ხანგრძლივობას, დანახარჯებს, კმაყოფილების დონეს და სხვა მახასიათებლებს. ანგარიში ყოველკვარტალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

წყარო: ტურიზმის ადმინისტრაცია