ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთიან აჭარაში პრეს-ტური გამართა

კამპანია „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში მთიან აჭარაში პრეს-ტური მოეწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით სხვადასხვა მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელი სამთო კურორტს გოდერძს ეწვია. ჟურნალისტებმა ბეშუმი, მწვანე ტბა, ალპური ბოტანიკური ბაღი, ხიხანის ხეობა დაათვალიერეს. მოინახულეს სხალთის ეკლესია. ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა მტირალას ეროვნული პარკი დაათვალიერეს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია