“დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენი ინიცირებული, რომ მოკლე ვადებში შეგვეტყო თუ რა მდგომარეობაა. დღეს მოვისმინეთ, რომ ჩვენი სექტორის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს დიდი დანაკლისი, რომელიც ხელშესახები და შესამჩნევია.
ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა გზებით შეიძლება წავიდეთ, რომ კერძო სექტორს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ვიმუშავებთ კერძო სექტორთან ერთად პრობლემების მოსაგვარებლად.
როგორც იცით ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საქართველოს საპრომოციო აქტივობებს, ქვეყნის ცნობადობის გაზრდისათვის სტრატეგიულ ქვეყნებში საქართველოს შესახებ ვატარებთ კამპანიებს, ეს მოიცავს რეკლამებს, როგორც ტელევიზიებში, ასევე სოციალურ ქსელებში. ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური კამპანია CNN-ზე, სამიზნე აუდიტორიაა ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნები.“
განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.