ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, ტურიზმის სფეროში გაფორმდა მემორანდუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და Mastercard-ს შორის.
ამ თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ტურიზმის განვითარება, Mastercar-ი მარკეტინგის და კომუნიკაციების სფეროში დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს კერძო სექტორს.
ამ მემორანდუმის გაფორმებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ექნება საშუალება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისგან მიიღოს მონაცემები, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში, ძალიან დაეხმარება ტურისტული ინდუსტიის აღდგენას და გამოწვევების სწრაფად დაძლევას საქართველოში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Mastercard-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, მოგზაურობის დაგეგმვას, მონაცემების მიღებასა და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს.