ტურიზმის ადმინისტრაციამ “Booking”-თან ერთად ტრენინგი გამართა

  • Home
  • განათლება
  • ტურიზმის ადმინისტრაციამ “Booking”-თან ერთად ტრენინგი გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა „Booking”-თან თანამშრომლობით განთავსების ობიექტების პერსონალისთვის ტრენინგი გამართა. მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით გადამზადების კურსი თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. ტრენინგში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
როგორ განათავსოთ თქვენი სასტუმრო მთავარ ტურისტულ პლატფორმაზე-(Booking,com) Booking- თან მუშაობის პრინციპები,
Booking- ის ბრენდები და საიტები, სასტუმროს მარკეტინგი და ანალიტიკა.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Booking.com-თან ერთად აგრძელებს სატრენინგო პროგრამას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად გადავამზადეთ 200-მდე ადამიანი თბილისში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ტურიზმის სფეროში ჩართულ ადამიანებს საშუალება მიეცათ მიეღოთ ახალი უნარ-ჩვევები თუ როგორ უნდა მოახდინონ ახალი პროდუქტის რეალიზება და პოზიციონირება გაყიდვების პლათფორმაზე.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: