ტურიზმის 2018 წლის მარტის თვის სტატისტიკა

  • Home
  • მთავარი
  • ტურიზმის 2018 წლის მარტის თვის სტატისტიკა

2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-მარტის თვეში გამოირჩნენ: ესპანეთი +79%, გაერთიანებული სამეფო +53%, ნიდერლანდები +46%, გერმანია +27%, საფრანგეთი +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +127%, საუდის არაბეთი + 82%, ისრაელი +77%, ირანი +64%, ჩინეთი +56% და სხვა.

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 131 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 216,781-ს შეადგენს. 5,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში 187,460 (მთლიანი ზრდის 86.5%).

რაც შეეხება, მიმდინარე წლის მარტის თვეს, საქართველოს 578,514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.2%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 292,017 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა (ზრდა +33%).

2018 წლის მარტის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-8.7%), სომხეთიდან (+3.5%), თურქეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+36.9%) და ირანიდან (+46.2%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35%, საფრანგეთი +25% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ისრაელი +78%, ჩინეთი +62%, ირანი +46%, ინდოეთი +43%, აშშ +35% და სხვა.

2018 წლის მარტის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 114 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 83,154-ს შეადგენს. 2,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 69,173-ია (მთლიანი ზრდის 83.2%).

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია