2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.5%-ით გაიზარდა.
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის ოქტომბრის თვეში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ:
• რუმინეთი +132%;
• შვედეთი +92%;
• ნიდერლანდები +63%;
• ლატვია +62%;
• პოლონეთი +51%;
• გერმანია +41%;
• იტალია +37%;
• სხვ.
2018 წლის იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ:
• ესტონეთი +85%;
• რუმინეთი +65%;
• სლოვაკეთი +62%;
• ნიდერლანდები +59%;
• გერმანია +51%;
• ესპანეთი +47%;
• ლატვია +44%;
• ჩეხეთი +44%;
• საფრანგეთი +36%;
• იტალია +32%;
• სხვ.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა:
• რუსეთიდან (+23.7%);
• აზერბაიჯანიდან (+10.3%);
• სომხეთი (+0.2%);
• თურქეთიდან (+14.3%).