2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური და ტურისტების რაოდენობა 27.9%-ით გაიზარდა.
იანვარ-დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებიდან:
გაერთიანებული სამეფო +39.9%,
ნიდერლანდები +31.1%,
ესპანეთი +29.9%,
საფრანგეთი +29.6%
გერმანია +25.7%
ასევე აშშ-დან + 24.5%
ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +29%)
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია