ტურისტების დაცვის საერთაშორისო კოდექსის განვითარება

  • Home
  • მთავარი
  • ტურისტების დაცვის საერთაშორისო კოდექსის განვითარება

ტურისტების დაცვის საერთაშორისო კოდექსის შემუშავების კომიტეტი უკვე მეორედ შეიკრიბა, რამაც ისტორიული საფუძვლის განხორციელების შექმნისკენ უფრო მიაახლოვა.

UNWTO – მ (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია) გამართა კონსულტაციური ვირტუალური შეხვედრა, რომელშიც 92 – მა წევრმა სახელმწიფომ, ასევე ერთმა ასოცირებულმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის ინფორმირებულობისთვის მათ შეუერთდნენ იურიდიული ექსპერტები მსოფლიოს რამდენიმე რეგიონიდან, ყველა მათგანი სპეციალური კონსულტაციური ჯგუფის წევრები და ასევე დამკვირვებლების წარმომადგენლები არიან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო, რომლებიც გააერთიანებენ ძალებს, UNWTO – სთან ერთად, კოდექსის განვითარებისთვის და იძლევიან გარანტიას, რომ შედეგი წარმოადგენს კარგად წარმოდგენილ და დაბალანსებულ სტანდარტების ნაკრებს.

დამკვირვებლების მრავალფეროვანი რგოლი მოწმობს, საერთაშორისო კოდექსის მიმართ გამოჩენილ დიდ ინტერესს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ტურისტთა, როგორც მომხმარებელთა უფრო მეტად დაცვა და გადაანაწილოს პასუხისმგებლობა ტურისტებისთვის და საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებულთათვის გაწეული დახმარებისთვის მთლიანი სექტორის მასშტაბით. ევროპული კომისიის დირექტორატმა – ძირითადად შიდა ბაზრის, მრეწველობის, ენტრეპრენორისა და MSE – ს, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის ტურიზმის პოლიტიკაზე, ხაზგასმით აღნიშნა თავისი ინტერესი ამ პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით, კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული პოტენციური საერთო მახასიათებლების გათვალისწინებით.

მათ შეუერთდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის წარმომადგენლები (UNCTAD, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO). გარდა ამისა, კერძო სექტორის კომიტეტის სამუშაოს მიმართ დიდი ინტერესის ხაზგასმით, არაერთმა ბიზნეს ორგანიზაციამ და წევრმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა დამკვირვებლის ამპლუაში, მათ შორის საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) და HOTREC – ჰოტრეკი, რომელიც წარმოადგენს ევროპის სტუმართმოყვარეობის სექტორს.

კომიტეტის წევრებმა ასევე აირჩიეს თავმჯდომარე (ბრაზილია) და თავმჯდომარის მოადგილე (საბერძნეთი).

 

წყარო: World Tourism Organization

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: