ტუკ-ტუკი ანუ რატომ უნდა გვძულდეს და გვიყვარდეს ჩინელები

  • Home
  • ბლოგები
  • ტუკ-ტუკი ანუ რატომ უნდა გვძულდეს და გვიყვარდეს ჩინელები
saba-migriauli-chineti-საბა-მიგრიაული-ჩინეთი

ჩინეთი, ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც ზუსტად 1 კვირაში გადაატრიალა ჩემი სამყარო და სრულიად შემაცვლევინა აზრი ქვეყნის კულტურაზე, მოსახლეობაზე და ზოგადად. მერე რა, რომ სულაც არ აღმოჩნდნენ ისეთი დაბლები როგორებიც ყველას ჰგონია?! 🤔 მერე რა, რომ არცერთმა ჩინელმა არ იცის ქართული?! ინგლისურზე საუბარიც ზედმეტია 😛 მერე რა, რომ ასეთი საყვარლები არიან თავიანთი წვრილი თვალებით, რომ უბრალოდ გინდება მიხვიდე და ჩაკბიჩო 😋 მერე რა, რომ ტაქსს არცერთი ჩინელი ცოცხალი თავით არ გაგიჩერებს, სწორედ რასისტული ნიშნით..

.. და მაინც, უნდა გვძულდეს თუ გვიყვარდეს ჩინელები?!

ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვხდა 🙌

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პანდების მოყვარული ხალხი ამ შავ-თეთრი ფუმფულა ცხოველის სამშობლოში მოვხვდით და გადავწყვიტეთ  ზოოპარკში უფრო ახლოდან გვენახა 😇

საქმე ის იყო რომ შოპინგში ზედმეტად დიდი დრო დაგვეხარჯა და ზოოპარკის დაკეტვამდე საათნახევარი და 5 კილომეტრი იყო დარჩენილი. შესაბამისად, მეტროთი ვერ მივუსწრებდით და გადავწყვიტეთ ტაქსი დაგვეჭირა სადმე, ხო ის ტაქსი, რომელიც მარტო ჩინელებს ემსახურება, თუმცა ეგ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვქონდა გააზრებული და 15 წუთი უშედეგოდ ვცდილობდით ტაქსის აყვანას..

და სწორედ მაშინ, სასწაულებრივად, ტაქსმა არა მაგრამ ტუკ-ტუკმა გაგვიჩერა!

მიუხედავად იმისა რომ არც ტუკ-ტუკი და არც მძღოლი არ გამოიყურებოდნენ ამაღელვებლად(სურათზე კიდევ უკეთესი მაგალითია ნაჩვენები :დ უბრალოდ ეს 1 კაციანია და ის 4-იანი იყო ) სურვილმა გვძლია და ცოტა რისკის გასინჯვაც გადავწყვიტეთ😋

ჩვენს ქართულ-ინგლისურის უცოდინარ მძღოლს როგორღაც გავაგებინეთ, რომ ზოოპარკისკენ გვქონდა გეზი, შევიჭეჭყეთ და დავიძარით!

უხ, აქ იწყება ჩვენი საოცარი თავგადასავლები ზოოპარკში!

მივდივართ, მივტუკტუკებთ, სადღაც 200 მეტრი გავიარეთ, აჩერებს და რაღაცას გვეუბნება ჩინურად, ხოდა ჩვენც ხო გვესმის ყველაფერი, რა თქმა უნდა 🙄 სადღაც ტექნიკის მაღაზიაში მივაკვლიეთ ინგლისურის მცოდნე ჩინელს, რომელმაც გადაგვითარგმნა და გვითხრა: “ის ამბობს რომ ზოოპარკში მოგიყვანათ”

ჰმმმ… გავიხედეთ, გამოვიხედეთ და აშკარად ვიყავით ამ ადგილას წინა დღეს და აშკარად არ არის ზოოპარკი,  აღარ ვიხსენებ იმ ფაქტს რომ კილომეტრების იქითაა.

ავუხსენით ჩვენს თარჯიმანს რომ ზოოპარკს ვუმიზნებდით, მან კი უმალ გადაუთარგმა მძღოლს. ეს ჯიგარი მკვირცხლად შემოახტა ტუკ-ტუკს და გონებაგაბრწყინებული სახით გვანიშნა, რომ ახლა უკვე მიგვიყვანდა აღთქმულ მიწაზე 🙏

შემოვხტით ჩვენც, მოაბრუნა და ისევ იმ მიმართულებით დავიძარით, საიდანაც მოვედით

გავიარეთ საწყისი წერტილი და 100 მეტრში ისევ აჩერებს თითის ქნევით და ყვირილით “zoo, zoo”.. და თან გვეუბნება რომ თანხა გადავუხადოთ

🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔

უკვე გასაგები იყო, რომ ჩინეთის ნაკლებად საამაყო მოქალაქეს გადავეყარეთ… თუმცა ჩვენ მაინც არ დავიზარეთ და ხან ინგლისურად, ხანაც ქართულად ვუხსნიდით რომ ზოოპარკში გვინდოდა და ეს ის ადგილი არ იყო (საწყისი წერტილიც კი ჩანდა, პარალელურ ქუჩაზე -_-)

არც ჩვენ გვესმოდა მისი ჩინური და არც მას ჩვენი ინგლისური, თუმცა ისიც ძარღვების დაწყვეტამდე იქაფებდა პირს რაღაცების მტკიცებით და ერთ-ერთი ჩვენგანიც არ უდებდა ტოლს! უხხ, ქართული სისხლი მაინც რას ნიშნავს!!

პარალელურად ჩვენ გარშემო ხალხმაც დაიწყო მოგროვება, იცინოდნენ ჯიგრები

რატო არა რა?! განა ჩინელებს არ უყვართ სეირის ყურება?!

ამ ეპიკურ პოლემიკაში (ვითვალისწინებთ, რომ არცერთს არ ესმის ერთმანეთის) მალევე ხალხს გამოეყო ერთი ჩინელი თინეიჯერი, რომელმაც თავისი ინგლისურით გადაწყვიტა შუამავლის როლი ეთამაშა და სრულ გაურკვევლობაში ნათელი შემოეტანა.

გასაკვირი არც იყო, რომ ბიჭიც მიხვდა მისი თანამემამულის თაღლითობას, ჩაეცინა და მშვიდად გვითხრა “გატყუებთ, ფულის გამოძალვა უნდა”ო.

სეირის მაყურებელთა რაოდენობა იზრდებოდა..

და მიუხედავად იმისა რომ თავიდან მეც მეცინებოდა, ჩინელების რეაქცია უკვე გამაღიზიანებელიც იყო, ხალხი გროვდებოდა და უბრალოდ იდგნენ და ერთმანეთში ხითხითებდნენ.. თითქოს ეს იყო ბოლო წვეთი, რომელიც ჩინელებს შემაძულებდა, მაგრამმ..

მაგრამ “ენაჩართულ” ბრძოლაში მძღოლმა ოდნავ უკან დაიწია და აი მანდ შეეშალა!

წამიერად, თითქოს დაგეგმილი იყოო, ხალხის მასა ამ კაცისკენ დაიძრა.. უკვე აღარ ეცინებოდათ.. არ ვიცი რას ეუბნებოდნენ, მაგრამ აშკარად ეჩხუბებოდნენ.. ჩვენს პატიოსან მძღოლსაც შეეშინდა, მოახტა თავის ტუკ-ტუკს და მოკურცხლა 😏 მაშინ ვიგრძენი ჩინელი ხალხის თანადგომა! და ის ბოლო წვეთი, რომელსაც უნდა შეეზიზღებინა ეს ხალხი, საბოლოოდ შემაყვარა ისინი! 💙

და მერე რა, რომ ვერც ზოოპარკში ვიყავით და ვერც პანდა ვნახეთ, ჩვენმა მეგობრებმა ხომ ბევრი იცინეს ამ ისტორიაზე 😄