წვერმაღალას ტყე-პარკი – გაიცანი საქართველო

  • Home
  • მთავარი
  • წვერმაღალას ტყე-პარკი – გაიცანი საქართველო

„პროექტ „გაიცანი საქართველოს“ სხვადასხვა მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელი შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე წვერმაღალას ტყე-პარკს ესტუმრა. პრეს-ტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. წვერმაღალას ტყე-პარკი ჟურნალისტებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა.

წვერმაღალას ტყე-პარკი 4 ჰექტარზეა მოწყობილი და ორიარუსიანია. პარკში გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიფტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა მდებარეობს. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები და ტირიფები დგას, წყალში კი დუმფალის ყვავილებია. პარკიდან იშლება ზღვის პეიზაჟი.

„წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ გურიის მიმართულებით ტურისტების სტატისტიკა მზარდია. გურიაში რამდენიმე ტურისტულად გამოკვეთილი პროდუქტი გვაქვს და ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილი მოვინახულეთ, ვეწვიეთ საოჯახო სასტუმროებსა და ჩაის მეურნეობებს. ასევე დავათვალიერეთ წვერმაღალას ტყე-პარკი, მუსიკოსების და მინიატურების პარკი, სადაც ერთ ადგილას თავმოყრილია მთელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, რომელიც როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორთა მოწონებას იმსახურებს.“
-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია