წვერმაღალას ტყე-პარკი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • წვერმაღალას ტყე-პარკი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

გურიაში, წვერმაღალას ტყე-პარკი დღეს ოფიციალურად გაიხსნა და ის ვიზიტორებს ყოველდღე უმასპინძლებს.

პარკი 4 ჰექტარზეა მოწყობილი, ის ორიარუსიანია. პირველ იარუსში შეგხვდებათ გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიფტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები და ტირიფები დგას, წყალში კი დუმფალის ყვავილებია. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატურიც.

197 საფეხურის ავლის შემდეგ ზღვის ულამაზესი პეიზაჟი იშლება.
წვერმაღალას პარკი შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარეობს. ის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოეწყო.

წყარო: ქართული ოცნება