წყალტუბოში ტურისტული სეზონი გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • წყალტუბოში ტურისტული სეზონი გაიხსნა

კურორტ წყალტუბოში ტურისტული სეზონი სპორტული ღონისძიებებით გაიხსნა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ცენტრალური პარკის რკალზე ველომოყვარულებისა და ველოკლუბების მონაწილეობით ველორბოლა მოეწყო. 

სეზონის ოფიციალურ გახსნის ორგანიზატორია ა(ა)იპ „წყალუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი. სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სპორტსმენმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვალერი ხურციამ, საჯარო ლექცია ჩაატარა. ასევე დაიდგა ფლეშმობი N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს, 17:00 საათიდან ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართება.

წყარო: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი