საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს. მსოფლიოში ცნობილი მზარეულებთან ერთად საქართველოს ეწვია ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები და ბლოგერები.
სპეციალურად მოწყობილ ტურში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 4 შეფმზარეული (თურქულ მედიაში პოპულარული მზარეული მასკუტ ასკარი, ესპანელი მზარეული ინაკლი ბოლუმბურო ესკუდერო, სახელგანთქმული მექსიკელი მზარეული სანტიაგო ლასტრა, რომელიც კერძებს მთელ მსოფლიოში ამზადებს და პოპულარული მზარეული უნგრეთიდან ადამ ბარნა) ცნობილ მზარეულებთან ერთად საქართველოში იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან თურქეთიდან და ტაილანდიდან ჯამში 13 ჟურნალისტი და ბლოგერი. 6 დღიანი ტურის ფარგლებში უცხოელი ჟურნალისტები და შეფმზარეულები ეწვივნენ თბილისს, მცხეთას და კახეთის რეგიონს, დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და ღვინო.
ღვინის ქარხანა # 1 ის ეზოში ღია ცის ქვეშ უცხოელი შეფმზარეულები ქართველ დამწყებ მზარეულებს შეხვდნენ და თავიანთი გამოცდილება გააცნეს. (კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები) უცხოელ ჟურნალისტებს და შეფ-მზარეულებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.