გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბობნევის (ბოშურის თემი) წმ. იოანე მახარებლის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
● ეკლესია გვიანი შუა საუკუნეებისთვის მახასიათებელი სადა არქიტექტურული ფორმებით, მაღალი დონის კედლის მხატვრობით და ისტორიული წარწერებით გამოირჩევა.
● ბობნევის წმ. იოანე მახარებლის დარბაზული ეკლესიის შენობა ნაგებია დუღაბის სქელ ფენაში ჩაფლული კლდის ნამტვრევი ქვით და რიყის ქვით.
ბობნევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე. აშენებულია 1661-1683 წლებში.
წყარო: საქართველოს მთავრობა