“ცისფერი უსასრულობა , ბედნიერების ქვაკუთხედი “

  • Home
  • ბლოგები
  • “ცისფერი უსასრულობა , ბედნიერების ქვაკუთხედი “

სასწაულების ყოველთვის მჯეროდა , მაგრამ საქართველოში ამდენი სასწაული რომ იყო აღომსაჩენი და სანახავი არ ვიფიქრებდი.
ჩვენ, ქართვლებს, ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს ,ყოველთვის უფრო მეტს სხვა ქვეყნის სილამაზეზე ვსაუბრობთ , ბარგს ვალაგებთ და თავქუდმოგლეჯილი გავრბივართ .მივისწრაფვით სხვათა მწვერვალების დასაპყრობად, როცა აქ ამდენი განძია და ვერ შეგვიმჩნევია ვინ ამბობს რამეს, განა ცუდია ელისეს მიდვრებზე გასეირნება , ტრიუმფალური თაღის სიდიადე , პარიზის ლუვრის მშვენიერება, თაჯ-მაჰალის ბრწყინვალება,ჩინეთის დიდი კედლის უკედიგანობა, უძველესი რომის შთამბეჭდავობა, წყალში „მოტივტივე“ ფლორენცია წმინდა პეტრეს ქალაქის თეთრი და მშვიდი ღამეები და კიდევ სხვა და სხვა , ჩამოსათვლელი უამრავია.
მაგრამ აბა როგორ შეიძლება,ამ ყველფრის ნახვა მანამ,სანამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩაფლული სილამაზის ხიბლი არ შემოიჭრება თქვენს სულსა და გულში და იქ დარჩენას არ მოისურვებს მუდამ .
ხო ,მე ასე დამემართა ,მსოფლიოში ბევრი ადგილია რისი ნახვაც მინდა მაგრამ ზუსტად ვიცი საქართვლოს იმ კუთხეების განსაკუთრებულობა არასდროს გახდება სხვებთან შედარების საგანი .
ხოდა ეხლა მინდა მოკლედ გადმოგცეთ ჩემი ერთი დღის მოგზაურობის ემოციები :

რიგითი ექსკურსიაა და მე როგორც მოგზაურობის მოყვარულს, მოყვარულზე მეტი მოგზაურობაზე ძალიან შეყვარებულს, ჩვეულებრივად გული მიცემს ,საქართველოს უძველესი ძეგლებით დახუნძლული კახეთის მხარე უნდა მოვინახულოთ, სიღნაღს ვუახლოვდებით . ამ მხარეში პირველად არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი რომ რაღაც ახალს აღმოვაჩენ აუცილებლად . გული მეკუმშება და სუნთქვა მეკვრება . უცებ ვაჩერებთ და წამლად დაბერილი ნიავი მალამოსავით მარჩენს წამში და საოცრება ხედის შემყურე ვხვდები .
ვიყურები და არ მჯერა , თითქოს ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.უსასრულო ცისფერი სივრცე ,მწკრივში ჯარისკაცებვით დაწყობილი ხეები ,სადღაც ამ ხეებში კი რწმენის და იმედის სხივად ჩადგმული ტაძარი ,რომელიც სწორედ იქ უნდა იყოს ,სადაც არის .წამიერად აზრზე ვერ მოვდივარ აკაციის სურნელი უფრო მეტად მიმღვრევს ცნობიერებას მინდა ეს წამი გაგრძელდეს მანამ სანამ მზე არ გამოესლამება დედამიწას
თუმცა წამი წუთად იქცევა, სანამ საათად გადავაქცევ , მოცდა არ შეიძლება, წინ გრემი , ნეკრესი და სიღნანღი გველოდება …
ტრანსპორტში ვჯდები და ვხვდები რომ ბედნიერი ვარ , იმით კი არა მხოლოდ რომელიც ეხლახანს ვნახე , არამედ იმით, რომ ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი ‘’ბედნიერების“ ხილვაა შეასაძლებელი ამ პაწაწინა საქართველოში
დავჯექი და უცებ ჩემითვის გამორჩეული ოთარ ჭელიძის ეს ლექსი ამომიტივტივდა თავში
“როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი
მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,
და ყველაფერი მგონია ჩემი “