წიგნის საახალწლო ფესტივალი 2017!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 22-24 დეკემბერს, უკვე ტრადიციულად, გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე!

მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს.

გარდა ამისა, ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. ასე რომ, მობრძანდით მთელი ოჯახით! სანამ თქვენ თქვენთვის საინტერესო წიგნების შერჩევით იქნებით დაკავებული, თქვენს პატარებზე ჩვენ ვიზრუნებთ!

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!

წიგნის საახალწლო ფესტივალი 22-24 დეკემბერს გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში!

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა!

გთავაზობთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის მონაწილეების სიას:

აგორა
ალეფი/Alephi
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბუქკაფე
გამომცემლობა არტანუჯი
გამომცემლობა დიოგენე
გამომცემლობა ინტელექტი
გამომცემლობა პალიტრა L
გამომცემლობა რემედას
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
გამომცემლობა წიგნი+ერი
ეროვნული ბიბლიოთეკა
ერუდიტი
ექსლიბრისი
ი.მ ირინა დენეიკინა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კალმოსანი
კოსმო
ოლმა
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი
საერთაშორისო სახლი
საქწიგნი
სეზანი
სიესტა
ქარჩხაძის გამომცემლობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

Tags: