წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა

  • Home
  • მთავარი
  • წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა

2018 წლის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით 934 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

სააგენტომ ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში 71 328 076 ლარის მობილიზება უზრუნველყო.

წიაღის ეფექტურად განკარგვის შედეგად საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 130 020 000 ლარი შეადგინა.

წყარო: წიაღის ეროვნული სააგენტო