წამყვანი ბრაზილიური მედიის სიუჟეტი ქართულ ტურიზმზე

  • Home
  • სიახლეები
  • წამყვანი ბრაზილიური მედიის სიუჟეტი ქართულ ტურიზმზე

ბრაზილიურმა მედია საშუალება O Globo-მ საქართველოზე და ქართულ ტურიზმზე 40-წუთიანი სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტი Globo Repórter-ის გადაცემის ფარგლებში გავიდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტურისტულ მიმართულებებს აშუქებს.

„სხვადასხვა პეიზაჟები და ძალიან მდიდარი კულტურა. გასაოცარი ქვეყანა, რომელსაც ბრაზილიელები ნაკლებად იცნობენ“, – აღნიშნულია საქართველოს შესახებ.

გადაცემის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოზე სიუჟეტმა ბრაზილიელების დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრმა მათგანმა საქართველოს მონახულების სურვილიც გამოთქვა.

ვიდეოს ნახვა შესაძლებელია აქ