ცაგერის მუნიციპალიტეტი მოექცა მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემის ყურადღების ცენტრში. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მაგალითი, მსოფლიოს ათ სხვა ქვეყანასთან ერთად, შევიდა საერთაშორისო გამოცემაში “მთის მდგრადი განვითარების სერია”, რომელიც შვეიცარული ორგანიზაციის “Centre for Development and Environment”, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და ბერნის უნივერსიტეტის ხელშეწყობით მომზადდა.
სტატიაში UNDP საქართველოს და ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შესახებ წერია. ცაგერი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელთანაც ხელშეკრულება UNDP-მ გააფორმა.
,”პანდემიის მიუხედავად ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტად რჩება, თუმცა, ლეჩხუმს ჯერ კიდევ სჭირდება მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ”- აღნიშნავს სტატიაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი.