საქართველოს ბანკი ტურისტებს სპეციალურ პროდუქტს სთავაზობს. ბანკმა ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით – Tourist Card შექმნა.
ახალი ტურისტული ბარათის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის სათაო ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ გომართელმა პრესკონფერენცია გამართეს.
“წელს საქართველო რეკორდულ რაოდენობას 8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ელოდება, 2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია.
იმ ფონზე როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან ასეთი პროექტების განხორციელება, ვფიქობ Tourist Card ტურისტებითვის უფრო კომფორტულს გახდის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს და ეს სერვისი კიდევ უფრო გაუმარტივებს კომუნიკაციას და მოგზაურობას. “-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
Tourist Card-ისაქართველოსბანკის(VISA) პლასტიკური ბარათია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს: ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური. Tourist Card-ითგადახდა ასევე შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით.
სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და დეტალური ინფორმაცია Tourist Card-ზე გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: touristcard.ge.