სტამბოლში ჩემი ვიზიტის მეექვსე დღე დაიწყო.ვფიქრობ,ამ ქალაქში ყოფნა არასდროს მომწყინდება,რადგან როდესაც სარკეში ვიყურები,ვხედავ თვალებს,რომელშიც ჩაცვივდნენ ღრუბლები და თოლიები.ძალიან მომწონს ცისფერი საპნის სურნელი,რომლითაც ხელებს ვიბან და სასიამოვნო ემოციებით სავსე,აივანზე წერას ვაგრძელებ..ყოველთვის მსურდა ზღვის ტალღების ხმაური ყოფილიყო ჩემი შთაგონების წყარო..ეს ოცნება ამიხდა.ეს დღეები ევროპულ ნაწილში ვიმყოფებოდი,მივირთმევდი ყავას,ლაჰათლუჰუმს და შემწვარ სიმინდს.ერთხელ ბარშიც ვიყავი ლუდის დასალევად.შემდეგ სტამბოლის ძველ,ისტორიულ ქუჩებში ვისეირნე და ფოსფორის სანაპიროზე მეთევზეებს გამოველაპარაკე.ინგლისური კარგად იციან,მე ვუთხარი რომ რეპორტიორი ვარ და ვთხოვე საინტერესო ისტორიები მოეყოლათ ჩემთვის.ახლა სწორედ იმ ხიდზე ვიმყოფები,სადაც „სტამბოლის სიწითლე“ გადაიღეს.თურქული ფილმი ევროპული ფილმის სიღრმით.თურქი მსახიობები ევროპული აზროვნებით და ცხოვრებით.
მკითხველო, შენ რომ გიყვარს ის საწვიმარი მაცვია.ნელი ნაბიჯებით მივუყვები ნაპირს.სალაპარაკო ბევრი მაქვს.ლურჯი ტალღები თითქოს კურნავენ ჩემს სულს.საოცარი ენერგეტიკა აქვს ამ ქალაქს.ისეთ გრძნობებს აღვიძებს გააზრება გიჭირს.
წამოუბერა ქარმა.დეკემბერი აქაც ცივია.სასტუმროში რესეფშენში ამანათი მხვდება.ყვავილები გამომცემლობისგან და მოსაწვევი.რესტორან „არმადა ჰოლს“ საოცარი ვერანდა აქვს. რეპორტაჟს ციმციმა ვარსკვლავებით და ღამის ზღვის სურნელის შესახებ,როცა თოლიებიც კი ფხიზლად არიან შემოგთავაზებთ მოგვიანებით.