გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანზიებით, თერჯოლაში, ნავენახევის მღვიმე, ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურით ხვალ გაიხსნება.
ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ეკო-ტურისტული ბილიკი. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო