თელავში ბატონის ციხის მუზეუმი გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • თელავში ბატონის ციხის მუზეუმი გაიხსნა

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი მუზეუმის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა როგორც მუზეუმის, ისე ბატონის სასახლის მხარეს.

მუზეუმში მოეწყო მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ასევე, გაკეთდა დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა ქეთევან იაშვილის სამხატვრო კოლექციის გამოსაფენად, რომელშიც მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ტილოები.

ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

წყარო: საქართველოს მთავრობა