თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება დაიწყო

თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. ამ სიახლით, მოცდის პერიოდი 2,5 წუთამდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ მანამდე, თებერვლის დასაწყისში, თბილისის მეტროს უკვე დაემატა ორი ოთხვაგონიანი შემადგენლობა.
თბილისის მეტროს წლის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოცდის დროს კიდევ უფრო შეამცირებს. სტატისტიკის მიხედვით, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.
იგივე მიდგომაა ავტობუსებთან დაკავშირებითაც და არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე დაწყებულია.