თბილისში საერთაშორისო ფორუმი MMP – ჩატარდა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და კომპანია „BTL“-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა.
ფორუმში 9 სახელმწიფოდან 70-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფორუმის მიზანია კავკასიაში და კერძოდ საქართველოში საქმიანი ტურიზმის ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა.
საერთაშორისო ფორუმი MMP Forum (MEETING MICE PROFESSIONALS) წარმოადგენს B2B ფორმატის შეხვედრების სერია საქმიანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ღონისძიება მიშვნელოვანია საქართველოში სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის და ქვეყანაში საქმიანი ღონისძიებების მოზიდვის თვალსაზრისით.