თბილისში PechaKucha Night გაიმართება

5 ივლისს, 19:19 წუთზე, სასტუმროში Moxy Tbilisi PechaKucha Night გაიმართება. ღონისძიების მხარდაჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სპიკერები არიან: რუსუდან მამაცაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, გური ქოიავა, Expago Georgia-ს რეგიონალური დირექტორი აშოტ კუდგარიანი, TourXel-ის მრჩეველი.

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2013 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას. PechaKucha Night ახლა უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20×20 ფორმატში. PechaKucha 20×20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.