თბილისში ახალი სასტუმრო “სტამბა” გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • თბილისში ახალი სასტუმრო “სტამბა” გაიხსნა

თბილისში კომპანია „აჭარა ჯგუფის“კიდევ ერთი ქართული ბრენდი – სასტუმრო „სტამბა“ გაიხსნა.

განხორციელდა 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. პირველ ეტაპზე დასაქმდა 600-მდე ადამიანი, სამომავლოდ დასაქმებულთა რაოდენობა 750-მდე გაიზრდება.

ახალი სასტუმრო განთავსებულია კოსტავას ქუჩაზე.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული კერძები.

,,აჭარა ჯგუფის” არქიტექტორთა გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის ისტორიულ პირველსახეს. გამომცემლობის ისტორიული შენობის ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

წყარო: საქართველოს მთავრობა