თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთ-ერთი ასეთი არის „დიღმის ჭალები“.
პარკი გლდანის ხიდების და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მალე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თავისი ინფრასტრუქტურით, ამფითეატრით, სპორტული მოედნებით და კაფე-ბარებით.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.
წყარო: რა კეთდება