თბილისობა 2018

დედაქალაქის მერის სახელით საზეიმო მიღება გაიმართა. კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

„დღეს სახალხო დღესასწაულია, რომელიც მინდა მივულოცო თითოეულ თბილისელს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დღეს ძალიან ბევრი გაღიმებული და ბედნიერი ხალხი შემხვდა ქუჩაში და მინდა, რომ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახოს. მესმის ყველა ის გამოწვევა, როლმელიც აწუხებს ჩვენს ქალაქს, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით არსებული პრობლემების მოგვარებას შევძლებთ. ასევე, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დედაქალაქი იქნება ბედნიერი მოქალაქეებით სავსე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„თბილისობა 2018″-თან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

“თბილისობა 2018” :

6 ოქტომბერი

რიყის პარკი

🔹 გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00

🔹 ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 – 20:00

🔹 საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00

🔹 კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00 – 18:00

🔹 რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00

ლეღვთახევი

🔹 მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00

🔹 საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00

🔹 ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00-17:00

🔹 პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00

🔹 პროექტი „გვიდირიჟორე“ – 15:00 -17:00

🔹 ცოცხალი მუსიკა – ბენდი killages -18:00 – 19:00

🔹 გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 20:00 – 21:00

დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები

🔹 ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება

🔹 ტურნირები ნარდში

🔹 მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;

🔹 აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;

🔹 შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

🔹 ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;

🔹 ბოჩა (შშმ პირებისთვის)

🔹 ტურნირი მინი გოლფში

🔹 შეჯიბრი მკლავჭიდში

🔹 მაგიდის ჩოგბურთი

🔹 ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა

დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია
იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩის გახსნა – 14:00

ევროპის მოედანი
მიუზიკლი – „თბილისური ვოდევილი“ – პრემიერა – 20:00

7 ოქტომბერი

რიყის პარკი

🔹 გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00

🔹 ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 -20:00

🔹 საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00

🔹 საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ – 14:00-15:00

🔹 კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით – 14:00 18:00

🔹 რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00

ბარათაშვილის ქუჩა
კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი – 14:00

ლეღვთახევი

🔹 მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00

🔹 საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა – 13:00 – 17:00

🔹 ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00 -17:00

🔹 პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00

🔹 ცოცხალი მუსიკა – დაუვიწყარი კონცერტი – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ – 16:00 – 18:00

🔹 პროექტი „გვიდირიჟორე“ – 19:00 – 21:00

🔹 გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 21:00 – 22:00

მეიდანი (სიონის სკვერთან) “ხილის ფესტივალი” – 12:00 – 19:00

დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები

🔹 ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება

🔹 ტურნირები ნარდში

🔹 მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;

🔹 აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;

🔹 შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

🔹 ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;

🔹 ბოჩა (შშმ პირებისთვის)

🔹 ტურნირი მინი გოლფში

🔹 შეჯიბრი მკლავჭიდში

🔹 მაგიდის ჩოგბურთი

🔹 ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა

🔹 კარატე – საჩვენებელი თამაშები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი
საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე – 19:30

წყარო: თბილისის მერია