თბილისის ზღვაზე ეკო გრინ სითის პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა.
პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით “საპარტნიორო ფონდსა” და „ჯინო გრუპს“ შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდა.
საპარტნიორო ფონდთან” პარტნიორობით „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს. საინვესტიციის მოცულობა 700 მილიონი ევროა.
„ჯინო გრუპის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისის ზღვის პირას, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის აშენებას მოიცავს. 2030 წლისთვის თბილისის ზღვის ტერიტორია ნამდვილ ოაზისად გადაიქცევა, სადაც ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი: საცხოვრებელი ვილები / ბინები, საბავშვო ბაღ(ებ)ი, სკოლა, სპორტული მოედნები, გასართობ-რეკრეაციული ზონები ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აშენდება, ხოლო ჰაერის სისუფთავე განახლებადი ენერგიების გამოყენებით შენარჩუნდება.