თბილისის მერიის ინიციატივა

https://build.tbilisi.gov.ge/ – არის პლატფორმა, რომელიც ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია იქ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. აქ განთავსებული იქნება, როგორც პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა, ისე, კონტრაქტორთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ვებგვერდი პროცესში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას მონიტორინგი გაუწიონ.

წყარო: თბილისის მერია