თბილისის მასშტაბით საპირფარეშოების მონატაჟი დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • თბილისის მასშტაბით საპირფარეშოების მონატაჟი დაიწყო

თბილისის ტურისტულად დატვირთულ უბნებში საპირფარეშოების მონტაჟი დაიწყო. დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ბოქსმა“ პირველი საპირფარეშო ევროპის მოედანზე დაამონტაჟა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. თბილისის მასშტაბით 30 თანამედროვე საპირფარეშო მოეწყობა. საპირფარეშოების მოწყობასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე და კომპანია „სითი ბოქსის” დირექტორი ეკატერინე თორდია დაესწრნენ.
საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელია მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია