თბილისი ზაფხულის სამოგზურო მიმართულებად დასახელდა

  • Home
  • მთავარი
  • თბილისი ზაფხულის სამოგზურო მიმართულებად დასახელდა

ავიაკომპანია “Jazeera Airways”-მა თბილისი ზაფხულის სამოგზურო მიმართულებად დაასახელა.

ქუვეითის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Jazeera Airways” 13 ივნისიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

“ტურისტებისთვის პოპულარული მიმართულებით ჩვენ ახალ რეისებს ვამატებთ. თბილისი მიმზიდველი ქალაქია, შესანიშნავი არქიტექტურით. ეს არის მრავალფეროვანი და უნიკალური კულტურული ქალაქი, სადაც ქუვეთიდან ჩამოსული მოგზაურები დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ აღმოჩნდებიან. ეს ახალი ავიარეისი თბილისსა და ქუვეითს ერთმანეთს აკავშირებს, პარალელურად დაკავშირება ხდება ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, დუბაისთან და ინდოეთთან.”-განაცხადა ავიაკომპანია Jazeera Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა როჰით რამაჩანდრამ.
ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ავიარეისები კვირაში სამჯერ შესრულდება.

ავიაკომპანია”Jazeera Airways”-ს ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლას მიესალმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
” მოხარულები ვართ “Jazeera Airways:-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლით. სპარსეთის ყურის რეგიონი და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები ჩვენს პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ. ეს არის სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩასატარებლად და ქუვეითში საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით ჩვენი გუნდი “Jazeera Airways”-სთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ავიაკომპანიას წარმატებას ვუსურვებ და ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას.”
საქართველოში ავიაკომპანია”Jazeera Airways”-ს წარმომადგენელი და გაყიდვების გენერალური აგენტია კომპანი “ვოიაჟერი.”
“ჩვენთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ საქართველოში “Jazeera Airways”-ის წარმომადგენლები. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია დიდი რეპუტაცით სარგებლობს როგორც ქუვეითში, ასევე სპარსეთის ყურის რეგიონში. ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოს ტურისტული სექტორის განვითარების მიმართულებით, ასევე “Jazeera Airways”-ს ქსელში საქართველოს სამოგზაურო პოტენციალის წარმოჩენის კუთხით. დარწმუნებული ვარ ჩვენი პარტნიორობა დინამიურად განვითარდება და ორი ქვეყანისთვის სასურველ შედეგებს მივაღწევთ.” -განაცხადა კომპანია “ვოიაჟერის” გენერალურმა დირექტორმა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: