“7 ქალაქი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვო 2018 წელს” – ასეთ სტატიას აქვეყნებს პოპულარული ონლაინ გამოცემა “The Spaces”, სადაც თბილისს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია.
“The Spaces” არის ბრიტანული ონლაინ ჟურნალი, რომელიც იკვლევს ცხოვრებისა და მუშაობის სხვადასვა გზებს მსოფლიოს მასშტაბით.
სტატიის ავტორი 2017 წლის გლობალურ ტენდენციებს არც თუ ისე სახარბიელოდ მოიხსენიებს. ეკონომიკა, პოლიტიკა, არჩევნები, ეს ის თემებია, რომელმაც სტატიის ავტორის თქმით, მსოფლიოში გაურკვევლობა და არასტაბილური სიტუაცია გამოიწვია და სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი არც 2018 წელს აქვს.
აქედან გამომდინარე, ინვესტიციებისთვის საჭიროა ადგილების სწორად შერჩევა, მისი უსაფრთხოებისთვის. სტატიაშიც სწორედ ის 7 ქალაქია დასახელებული, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება.
თბილისი ჩამოთვლილ 7 ქალაქს შორის 6 ადგილზეა და იგი მოიხსენიება როგორც ჰოლივუდურ, ჰიპსტერებისთვის “ცხელ წერტილად”.
კითხვაზე თუ “რატომ თბილისი?” ვკითხულოთ, რომ საქართველოს დედაქალაქში გასული წლის განმავლობში მოხდა ისეთი რამ, რის გამოც თბილისმა მიიღო “ლისაბონი 2018”-ის ტუტული.
თბილისის “აუცილებლად სანახავი ადგილების” მონახულოება თითქმის 1 ღამეშია შესაძლებელი და ქალაქი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოდის, შემოქმედებისა და ხელოვბნების სფეროში.
სტატიაში ასევე ნახსენებია ქალაქის ახლად არჩეული მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე, რომელიც ქალაქის განვითარებაზეა ფოკუსირებიული.
თბილისი საუკეთესოდ მიიჩნევა Mercedes Benz-ის ფეშენ ვიქით, ტექნო მუსიკით და რა თქმა უნდა ღვინით.
რაც შეეხება უახლეს კულტურულ მოვლენებს, სტატიაში წერია, რომ საკმაოდ პოპულარული ამერიკული სატელევიზიო სერიალების Twin Peaks და Mulholland Drive -ის რეჟისორი დევიდ ლინჩი თბილისს კინოს უნივერსიტეტის გახსნათან დაკავშირებით ნოემბერში ესტუმრა.
გთავაზობთ The Spaces – ის მიერ დასახელებულ 2018 წლის ტოპ 7 ქალაქების სიას:
- ტორონტო
2. მასკატი
3. დანდი
4. პარიზი
5. ტოკიო
6. თბილისი
7. სან-მიგელ-დე-ალენდე
წყარო: THE SPACES