თბილისი საქმიანი ტურიზმის შეხვედრას უმასპინძლებს

  • Home
  • მთავარი
  • თბილისი საქმიანი ტურიზმის შეხვედრას უმასპინძლებს

მაისში, თბილისი საქმიანი ტურიზმის შეხვედრას უმასპინძლებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ჩართულობით, “B2B Workshop“-ის ფორმატით საქართველოში გაიმართება “IMG MICE Geography Show“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან მონაწილეები, როგორც საქართველოდან, ასევე, აზერბაიჯანიდან სომხეთიდან. ღონისძიებას დაესწრება 100-მდე წამყვანი უცხოური კომპანია. გაიმართება პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.

პროექტის დეტალები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა გააცნეს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია