თავისუფლება მთებში არ არის…

მე გოგო ვარ, ერთი უჩვეულებრივესი ქალაქელი გოგო. მთა მიყვარს, ბუნება, ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ მთაში, მთის სუნიანი ადამიანები მიყვარს… საბოლოო ცნობიერების ჩამოყალიბებამდე სტერეოტიპს “მხოლოდ მთებშია თავისუფლება” მეც ვეთანხმებოდი, როგორც სხვები. ვიზრდები, ვყალიბდები ადამიანად და გამუდმებით მეფიქრება ადამიანებზე, რომლებსაც ხვდა ბედნიერება დაბადებულიყო მთაში, ტექნოლოგიებისგან, ლურჯი გამონათებებისგან, გენდერული თანასწორობისგან, ჰომოფობიისგან და ათასი რამისგან შორს…

ყოველთვის, როდესაც გზას მივუყვები მთებისკენ, ვგრძნობ მათ ხმაურს, ვგრძნობ მათ კამათს ადამიანთა მოდგმასთან.

-რა გინდა შენ ადამიანო?! რას ეძებ?! რისკენ ისწრაფვი?! რა გაქვს მიზნად?! ჩემგან რას ელი?!… მე მთა ვარ, უტყვი და დიადი მთა. ჩემში და ჩემთან ახლოს ყოფნა გეიოლება? გგონია გაგიშინაურებ და მიგიღებ როგორც ჩვენიანს?! არა, მე შემიძლია სიკვდილთან სეგახვედრო და თვალებში ჩაგახედო, აქ არაა თავისუფლება, აქ ყოველი დღე რისკია, როველი დაღამება საფრთხის მომასწავებელი, ადამიანები მიფრთხილდებიან, პატივს მაგებენ, ჩემი ესმით და თქვენ?… თქვენ ამ წუთისოფელივით წამიერად შემოირბენთ ერთ დღეში თითქოს ყველაფერს, გაჰყვირით “მხოლოდ მთებშია თავისუფლება” და სხვა არარა გესმით… არც გინდათ გაიგოთ გერქვას მთის მკვიდრი, არ გესურვილებათ ერთხელ მაინც მოუსმინოთ ჩვენი გულის თქმას, არ გსურთ იცოდეთ რას ნიშნავს გერქვას მთის მკვიდრი…

 

გზა, რაც უფრო რთულდება, მით უფრო მიპყრობს ფიქრთა კორიანტელი ადამიანებზე, რომლებიც მთას ეკუთვნიან, მათთან ერთად გადიან უდიდეს ზამთრებს და მდუმარედ ხვდებიან მოვარდნილ უბედურებებს.

 

-მე გიორგი მქვია ლომისადან ლომისა მე-13 საუკუნის სალოცავია საქართველოში. ის მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ისტორიულ მთიულეთში, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, სოფელ მლეთის სამხრეთით. ყოველ გაზაფხულს სიხარულით ვეგებები, რადგან ვიცი, იწყება მომლოცველთა ნაკადის ზრდა, ადამიანები ღიმილით მეგებებიან, მეფერებიან და სიყვარულით მესალმებიან. ისინი ვერასდროს წარმოიდგენენ როგორი რთულია ბავშვობა მთაში, რთულია გერქვას მთაში ბავშვი და ეს ყველაფერი როგორ დიდმა კაცმა ისე იტვირთო, საქმე-საქმეზე თუ დადგება 13 წლის კი არა ყველაზე დიდი კაცი ვარ ჩემს ღარიბულ ოჯახში, ბავშვი ვარ, რომლემაც ზუსტად იცის დალოცვილ ადგილზე დაიბადა და ამით ამაყობს, იამაყებს სიცოცხლის ბოლომდე და ზუსტად ეცოდინება, რომ იღბალმა საქართველოში, ლომისას წმინდა მიწაზე გააჩინა…

 

თავისუფლება მთებში არ არის. ეს არის ჩემი სათქმელი. სათქმელი, რომლითაც მინდა, გამოხატო ადამიანთა ბედი, ბედი იმათი ვისაც ხვდა წილაც ერქვას მთის შვილი.. მე, ქალაქელი გოგო, გოგო, რომელსაც უყვარს საქართველო და მისი ყოველი გოჯი, ვამბბ, რომ ჩემი საქართველო არის იქ, სადაც არის გიორგი და ჩემი საქართველოა ყველა ის დედა, მამა ბებო და პაპა, რომლებიც გამუდმებით ელოდებიან მზეს, თოვლის დასადნობად, გზის გასათავისუფლებლად და ხვალინდელი იმედიანი დღის გათენებას, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე დღეს არის…