საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2021, რომელიც იქნება მიძღვნილი ტურიზმის ინდუსტრიის აღსადგენად, მის ერთ-ერთ ყველაზე ახალ მახასიათებელს წარმოადგენს FITUR Festivals – ის განყოფილების გაფართოვება, რომელიც ამიერიდან FITUR Festivals & Events – ის ახალი სახელწოდებით გააძლიერებს მის შინაარსსა და პროფესიონალურ მიმართვას, რელევანტური ანუ შესაბამისი სეგმენტების დამატებით, რომლებსაც გააჩნიათ უფრო და უფრო მაღალი საქმიანი პოტენციალი. ამრიგად, ცოცხალი მუსიკალური ფესტივალების გარდა, FITUR Festivals & Events – ი ფართოვდება, იმისთვის, რომ განათავსოს უფრო ფართო შემოთავაზების სპექტრი, ისეთი როგორიცაა კულტურული ფესტივალები – ცეკვა, თეატრი, ოპერა, გამოფენები, მუზეუმები და ა.შ. – ასევე სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები, ისეთი როგორიცაა – ფორმულა 1, გოლფი, რეგატები, ფეხბურთი, ოლიმპიადა და ა.შ.
FITUR Festivals & Events – ის მიზანია, შექმნას პლატფორმა, სადაც ამ ტიპის ტურიზმის ყველა აგენტი შეძლებს დაკავშირებას და გაერთიანებას: დესტინაციები, ტრანსპორტირება, სტუმართმოყვარეობა და განთავსება, ტუროპერატორები და ბითუმად მოვაჭრეები, შოუებისა და ღონისძიებების ორგანიზატორები, ბილეთების კომპანიები და ა.შ., FITUR – ის ფარგლებში მთავარი საერთაშორისო ტურისტული ინდუსტრიის გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია IFEMA – ს მიერ, შედგება გამონაკლის შემთხვევაში 2021 წელს, 19 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით. FITUR Festivals & Events, Asociacion de Promotores Musicales (APM) and Squarefer – თან ერთად თანამშრომლობით, ექნებათ საგამოფენო არეალი, B2B პროგრამა საერთაშორისო და ეროვნული მყიდველებით, ასევე სპეციალური ადგილი მრგვალი მაგიდებისთვის და გამოფენების მიერ სექტორის ანგარიშების პრეზენტაციისთვის.
წყარო: traveldailynews.com