თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა – “არტისტერიუმი 13/2020” ონლაინ ფორმატში ჩატარდება

  • Home
  • კულტურა
  • თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა – “არტისტერიუმი 13/2020” ონლაინ ფორმატში ჩატარდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 ნოემბერს, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა “არტისტერიუმი 13/2020” ონლაინ ფორმატში გაიხსნა.

“არტისტერიუმი”, წელს განსხვავებული ფორმატით COVID – 19 პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით იმართება; ქართველი და უცხოელი ხელოვანების მონაწილეობით დაგეგმილი ონლაინ გამოფენების, ვიდეორგოლებისა და 12 წლიანი ისტორიის მქონე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, “არტისტერიუმის” ფარგლებში 2008 წლიდან დღემდე გამოცემული კატალოგების, აფიშებისა და ბანერების ციფრული ვერსიების ნახვა შესაძლებელი იქნება ბმულზე: http://artisterium.org

“არტისტერიუმი” თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაარომელიც 2008 წლიდან იმართება და მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. სახელწოდება ,”არტისტერიუმის” ისტორია გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან მოდისთბილისში, ამავე სახელწოდების არტკლუბი ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებითა და დისკუსიებით.

პროექტის ორგანიზატორია ასოციაცია “არტისტერიუმი”.

 

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Tags: