ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ორგანიზაციამ „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყეს.

ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი მათ ჭალის ტყეების მნიშვნელობაზე ესაუბრა. აქციის მონაწილეებმა ტყის მოვლისა და ნერგების დარგვის შესახებ ინსტრუქციებიც მიიღეს.

პროექტის მიზანია ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე არსებული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა და კონსერვაცია, რის შედეგადაც მოხდება ადგილობრივი ეკოლოგიური პროცესების, ჰაბიტატებისა და სახეობათა აღდგენა.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო