ბათუმი და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერშია.
გადაცემა “Focus”ოლიმპიადას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული მსოფლიო ოლიმპიადა, ბათუმის, როგორც ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის განვითარების პოტენციალი, ძველი და ახალი თაობის ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ქალების ისტორია და ხედვები.
ერთი კვირის განმავლობაში, ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე ეცნობა ოლიმპიადისა და ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს, რაც საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის, როგორც საერთაშორისო ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდა.
დეპარტამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში ევრონიუსმა ბოლო ორ წელში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რვა გადაცემა მიუძღვნა. ტელეკომპანიის ეთერით ეტაპოპრივად, ტრიალებს აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებიც. ჯამში, გარდა ევრონიუსისა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა Deutsche Welle, BBC, CNN, RTL.
⭕ მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადა და ბათუმი ევრონიუსის ობიექტივში ერთი კვირის მანძილზე ტრიალებს📺#EURONEWS #ევრონიუსი #Chessolympiad #ბათუმი #ჭადრაკისოლიმპიადა
Geplaatst door Department of Tourism and Resorts of Adjara op Maandag 15 oktober 2018
წყარო: აჭარის მთავრობა